6 აპრილი, 2015

მებო ნუცუბიძის ფურორი უკრაინულ ,,ვოისში’’

1meboუკრიანულ ,,ვოისში” ოთო ნემსაძის შემდეგ, კიდევ ერთი ქართველი მონაწილეობს. ამჯერად თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა უკრაინული საზოგადოებისთვის მომღერალმა მებო ნუცუბიძემ გადაწყვიტა.

მან უკრაინული “ვოისის” მეხუთე სეზონში მიიღო მონაწილეობა და ბრმა ქასთინგზე სიმღერით ”We Found Love” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მებო ნუცუბიძის ნამღერმა ჟიურის წევრები სიმღერის დაწყებისთანავე შემოაბრუნა და ააცეკვა კიდეც.

მებო ნუცუბიძე საქართველომ ”ჯეოსტარიდან” გაიცნო, რასაც მოყვა ”იქს ფაქტორი”. მებო გიორგი გაბუნიას გუნდში მოხვდა, ფინალამდეც მივიდა, თუმცა ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე პროექტი საკუთარი სურვილით დატოვა.