17 აპრილი, 2015

მაია დარსმელიძე დააჯილდოვეს

1maiaმომღერალი და მუსიკოსი მაია დარსმელიძე დააჯილდოვეს. ივენთ ჰოლში გაიმართა კავკასიური მუსიკის დაჯილდოვება “ფენიქს”-ის საზეიმო ცერემონიალი, სადაც 6 ნომინაციაში გამარჯვებულ 6 კავკასიურ ჯგუფს გადაეცა ჯილდო.

მათთან ერთად დაჯილდოვდნენ წინა წლებში გამარჯვებულებიც, მათ შორის მაია დარსმელიძეც. ჩატარდა ლაივ კონცერტი კავკასიელი წამყვანი ჯგუფების მონაწილეობით.

სპეციალურად კავკასიური მუსიკის დაჯილდოვება “ფენიქს”-ისთვის დამზადდა ჯილდო – ბრინჯაო მწვანე მარმარილოზე და მისი ავტორია ჯაბა ლეპერტი.

დაჯილდოვების არსებობის განმავლობაში გამარჯვებულ ყველა მონაწილეს ლადო ბურდულმა კუთვნილი პრიზები საზეიმო ვითარებაში გადასცა.