8 აპრილი, 2015

ლიზა ყენია განმარტებებს აკეთებს

1lizaმომღერალი ლიზა ყენია “იქს ფაქტორში” მის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მაია ჯაბუას ქალიშვილმა “იქს ფაქტორის” პირველ ტურში შენიღბულმა იმღერა – მზის სათვალისა და ქუდის თანხლებით. საზოგადოებაში მისმა საქციელმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც 16 წლის მომღერალმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“რაღაც ძაან ფარისევლურ აზრებს ვკითხულობ და როგორც ჩანს, ჩემმა სათვალით და ქუდით გამოსვლამ განხეთქილება მოაწყო და ვიტყვი, რომ ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, ყველაფერს წვეტს რუსთავი 2, რას ილაპარაკებ, როგორ გამოხვალ, მომდევნო ტურებში რას იმღერებ და ა.შ.

არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვინც რაღაც სპექტაკლებს დგამს და მატრაბაზობს, იმიტომ რომ ხალხში რაღაც ინტერესის მარცვალი ჩააგდოს და ალაპარაკოს. რა თქმა უნდა, მე მერჩივნა ყველაფერ ამის გარეშე გამოვსულიყავი… მაგრამ…”