10 აპრილი, 2015

ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები დაიწყო

1levilსაქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, ასოციაციია ქართულ კერასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდება და გარემონტდება. ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი წიგნებით და პერიოდული გამოცემებით შეივსება. ამჟამად წიგნები განთავსებულია შატოს სხვადასხვა სათავსოებში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში.

ლევილის შატოს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება.