16 აპრილი, 2015

კოტე თოლორდავას ჩამოსვენების თარიღი შეიცვალა

01koteთბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობის კოტე თოლორდავას საქართველოში ჩამოსვენების თარიღი შეიცვალა.

„მოსკოვში საბაჟოზე არის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც სტანდარტულ დროის პარამეტრს შეიცავს 10-დან 12-მდე საათამდე და თუ მოესწრება ხუთშაბათის რეისამდე, ჩამოასვენებენ ხუთშაბათს, თუ ვერ მოესწრო ჩამოასვენებენ პარასკევს დილით,“ – განაცხადა მსახიობის სიმამრმა კახა მელითაურმა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ კოტე თოლორდავას ცხედარს მოსკოვიდან თბილისში ხვალ, 17 აპრილს ჩამოასვენებენ.

მოსკოვი-თბილისის რეისს ავიაკომპანია “აირზენა” შეასრულებს. კოტე თოლორდავას გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად ქალაქ თბილისის მერია დაფარავს.

კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.