19 აპრილი, 2015

კოტე თოლორდავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

1kkkkkkkმსახიობი კოტე თოლორდავა ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე ტაშის თანხლებით გააცილა. მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ქვაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ტაძარში კოტეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღევლინა.

ხელოვანთან გამოსამშვიდობებლად ტაძარში მისი მეგობრები, კოლეგები და რიგითი ადამიანები მივიდნენ. მსახიობი ეკლესიიდან გამოასვენეს და მცირე ხნით თეატრალურ ინსტიტუტთან დაასვენეს. ამის გამო, მცირე ხნით მოძრაობა შეწყდა რუსთაველის გამზირზე.

ასობით ადამიანმა კოტე სამუდამო განსასვენებელში, საბურთალოს სასაფლაომდე ტაშის თანხლებით გააცილა.