,,კინომუსიკის შედევრები’’ ბრუნდება

1kinomusika“მსოფლიო კინომუსიკის შედევრები” ბრუნდება. 23 და 24 აპრილს დიდ საკონცერტო დარბაზში ბოლოჯერ გაიმართება უნიკალური პროექტი, რომელიც მსოფლიო კომპოზიტორთა გენიალურ ნაწარმოებებს აერთიანებს.

პროექტის იდეის ავტორი ნიკოლოზ რაჭველია, სცენარი კი თეონა ჯორბენაძეს ეკუთვნის. საღამოზე ჩარლი ჩაპლინის, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენის, ანუკ ემეს, ფედერიკო ფელინის ფილმებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ენიო მორიკონეს, ჯონ უილიამსის და სხვათა კლასიკად ქცეული მუსიკა.

“კინომუსიკის ჩვენი პროექტი მომავალ სეზონზე უკვე საერთაშორისო სცენებზე გადაინაცვლებს, მანამდე კი თბილისში კვლავ გავახარებთ ჩვენს მსმენელებს, გულშემატკივრებს, ყველას ვინც აპირებს კონცერტებზე დასწრებას! არ ვიცი ოდესმე კვლავ მომიწევს თუ არა ამ პროექტის თბილისში გამეორება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს პუბლიკასთან ემოციების ურთიერთ-გაცვლა ძალიან მომენატრება,” – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.