20 აპრილი, 2015

,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის’’ – გამარჯვებული გამოვლენილია

1peke26 აპრილს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს უერთდება საქართველოც.

საქპატენტმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს.

სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა მამუკა (პეკე) ბეგაშვილის ნაწარმოები.

კონკურსში გამარჯვებულისთვის საქპატენტისა და საავტორო უფლებების ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულია ჯილდო 1000 ლარი და მობილური ტელეფონი (სმარტფონი).

კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდია „ბრავო რექორდსში“ და გამოიცემა CD დისკზე, მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლიც.