29 აპრილი, 2015

ხელნაწერთა ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის დაპირისპირებაა

xelnaweri2ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დაპირისპირებაა. ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყება 30 აპრილს პრესკონფერენციას აანონსებს, რომელიც ეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროტესტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი:

“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმეთვიან დაპირისიპირებას შედეგად მოყვა სამინისტროს მიერ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხზე, ასევე დაპირისპირების სხვა მიზეზებზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექტივი პრესეკონფერეციას ატარებს, სადაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება. პრესკონფერენცია გაიმართება 30 აპრილს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დაბრაზში.”