Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხალხური რეწვის ნიმუშები ექსპო ჯორჯიაში გამოიფინა

16 აპრილი, 2015

1gamoსაგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უკვე მესამედ ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა 18 აპრილამდე გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული რეწვის 20-მდე ხელოსნისა და დაახლოებით 10 სახელოსნოს მიერ შესრულებული ნამუშევარი.

მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ტრადიციული ქართულ რეწვის უძველესი დარგების მეთუნეობის, ჭედურობის, ტექსტილის პოპულარიზაციასა და განვითარებას. გამოფენაზე უძველესი ტრადიციული სახეობების კვალდაკვალ, ინტერპრეტირებული ქართული სტილისტიკითა და ძველი ტექნოლოგიით შესრულებული ქართული ტრადიციული ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებიც არის წარმოდგენილი. ოსტატები რეწვის ნიმუშებს დამთვალიერებელთა თვალწინ დაამზადებენ.