22 აპრილი, 2015

ჯანსუღ კახიძის იუბილეზე ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება

1janoქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილე გამორჩეულად აღინიშნება. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისში ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება.

როგორც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ განაცხადა, 12-19 მაისს ჩატარდება ნოვაციური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

“ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და აკმაყოფილებს ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდარული, მრავალი GRAMMY-ის მფლობელი, ამერიკელი ვარსკვლავური ვოკალური ანსამბლები The Manhattan Transfer და New York Voices.”