8 აპრილი, 2015

ჯაბა ქარსელაძე საუკეთესოდ დაასახელეს

1jabaსაფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ჯაბა ქარსელაძე ავსტრალიურმა ჟურნალმა “StarCentralmagazine” თვის 4 საუკეთესო მომღერალ მამაკაცთა შორის დაასახელა.

ავსტრალიური ჟურნალი ყოველთვიურად სთავაზობს მკითხველს მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე მსახიობების, მოდელებისა და მომღერლების შესახებ მომზადებულ სტატიებს. მისი ყურადღება ამჯერად ქართველმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ მიიპყრო და ვრცელი სტატიაც მასზე დაწერა:

“ჯაბა ქარსელაძე საქართველოში, თბილისში, ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი პიონერია. კარიერის მანძილზე უამრავი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და ამასთან, კომერციულ და სხვადასხვა ფოტოსესიებში მიიღო მონაწილეობა. სიმღერა 2000 წელს დაიწყო და მალევე გახდა პოპულარული არა მხოლოდ საქართველოში. ის ცნობილია როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენეჯერიც. ამჟამად პარიზში ცხოვრობს და დოქტორანტურაში სწავლობს. პარალელურად ტელევიზიაში და ფოტოსესიებში როგორც მომღერალი და მოდელი ისე მონაწილეობს.”

ავსტრალიური ჟურნალის ხელმძღვანელობის განმარტებით, ჟურნალის მიზანია მკითხველს გააცნოს მსოფლიოში არსებული ის ნიჭიერი ადამიანები, ვინც მასიურად პოპულარული არ არის:

“ჩვენი ჟურნალის მთავარი მიზანია, გავამხნევოთ და მოვუწოდოთ ადგილობრივ საზოგადოებას, დაუჭირონ მხარი საკუთარ თანამემამულეს.”

ჯაბა ქარსელაძესთან ერთად ამ ჟურნალში კიდევ  სამი წარმატებული მომღერალი მოხვდა. გამარჯვებული ხმის მიცემის სისტემის მიხედვით გამოვლინდა. ნომინაციაში „თვის ხელმოუწერელი ხელოვანი მამაკაცი“ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს დღეში ერთხელ შეეძლო:

“გახსოვთ ალბათ, გთხოვეთ რომ მოგეცათ ხმა ავსტრალიაში მიმდინარე კონკურსში 4 ფინალისტს შორის რომელშიც საბედნიეროდ და ძალიან დიდი მხარდაჭერით გავხვდი გამარჯვებული, რომელიც დაიბეჭდა რამოდენიმე ქვეყანაში და დღეს გამოვიდა ონლინე-ვერსია! მინდა რომ მადლობა გადაუხადო ყველას ვინც გვერდში დამიდგა ვინც like-გაუკეთა და ვინც არც კი შევიდა და დაინტერესდა ან და ისეთებიც არიან რომლებმაც ჩემს კონკურენტს მისცეს მარა მათაც დიდი მადლობა რომ არა ესეთი ხალხი, მე ესეთი ძლიერი არ ვიქნებოდი დღეს! ძალიან დიდი მადლობა ჩემს საუკეთესო მეგობარს ნიკა ნიკვაშვილს და მის დიდი თაყვანისმცემლების არმიას, რომლებმაც 1000-ბით ხმა მომცეს და დამეხმარნენ, რომ გავხვდარიყავი ამ დიდი გამოცემის თვის პერსონა!” – განაცხადა ჯაბა ქარსელაძემ.