Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გორში ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა

1goris-cenrtiსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა წარმომადგენლობა გორში გახსნა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც მხარეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში, ეტაპობრივად ხსნის ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობებს.
პირველ ეტაპზე იხსნება ქართული ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის სკოლები, რომლებშიც ყველა მსურველისთვის სწავლა უფასოა.

პროექტის მიზანია ქართული ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარი განვითარება და აღორძინება, ფოლკლორის ნიმუშების მოძიება და მოვლა, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენა და პოპულარიზაცია.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ფოლკლორის ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან რეგიონული და რაიონული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები ,,გორი”, ,,ფოლკლორის სარდაფი:, ვაჟთა გუნდი მიშა მცურავიშვილის ხელმძღვანელობით და ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.