5 აპრილი, 2015

გორის თეატრს ახალი სივრცე შეემატება

1goriგიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სულ მალე ახალი სივრცე შეემატება.

რეჟისორი სოსო ნემსაძე უკვე მუშაობს ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებზე “ალუბლის ბაღი”, რომლის პრემიერითაც გაიხსნება მესამე სივრცე:

“ზოგს ვერც წარმოედგინა, რომ ერისთავის თეატრის დიდი სცენა გარემონტდებოდა, ზოგს ისიც არ წარმოედგინა, რომ თეატრი ფესტივალს უმასპინძლებდა…

ახლა დროა დაიჯეროთ ეს ყველაფერი.
ძალიან ძალიან მალე, თეატრს მესამე სცენა შეემატება. სულ სხვა სივრცე, რომელსაც ბევრი სიახლე და ექსპერიმენტი ელოდება.

მესამე სივრცეს პრემიერით გავხსნით ანტონ ჩეხოვის “ალუბლის ბაღი” რეჟისორი სოსო ნემსაძე,” – აცხადებენ გორის თეატრში.