9 აპრილი, 2015

გია ყანჩელის “Styx”-ს იაპონელები იმღერებენ

1tokioქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედება დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. კომპოზიტორის ნაწარმოებები უდიდესი წარმატებით სრულდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

გია ყანჩელის კიდევ ერთი ნაწარმოების შესასრულებლად ამჯერად ტოკიოს სიმფონიის გუნდი ემზადება. მათთან ერთად აქტიურ რეპეტიციებს ქართველი საოპერო მომღერალი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე გადის.

ქეთევანს ჰქონდა პატივი ემუშავა ქართულ წარმოთქმაზე ტოკიო სიმფონის შესანიშნავ გუნდთან, რომლიც ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის “Styx”-ს 18 აპრილს კავასაკის სიმფონიურ დარბაზში შეასრულებს.