გამოფენა-გაყიდვა მარტოხელა დედების დასახმარებლად

1vache25 აპრილს გალერეა „ვაჩეში“ პრემიუმ კლასის სამკაულების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. „ვაჩეს“ თითოეული სამკაული ინდივიდუალური და ექსკლუზიურია, რომლის დიზაინი არ მეორდება. კოლექცია წლების განმავლობაში იქმნებოდა.

ძვირფასი ლითონი და ბუნებრივი ქვა საგულდაგულოდ ირჩეოდა და მუშავდებოდა. ამიტომაა, რომ თითოეულ ნაკეთობას თავისი სახელი და ისტორია აქვს. პრემიუმ კლასის სამკაულების გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 11 ბეჭედი, რომელზეც დიზაინერი 7 წლის მანძილზე მუშაობდა.

სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა კატალოგიც, რომელშიც ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილის ფოტოებია შესული. ბრენდი ვაჩე დაარსდა 2005 წელს დიზაინერ ინგა ვაჩეიშვილის მიერ. მის მიერ ძვირფასი ქვებისგან შექმნილ სამკაულებს უკვე უმასპინძლა კანდისკის გალერეამ, სადაც ავანგარდულ სტილს დიდი მოწონება ხვდა წილად.

გამოფენა გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი მახინჯაურის მარტოხელა დედათა თავშესაფარს გადაეცემა.