26 აპრილი, 2015

,,ერთი ერთშის” მონაწილეები ცნობილია

1erti5 მაისიდან მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე სეზონი იწყება. ტელეკომპანია “ჯიდიესის” ნაცვლად შოუ ამჯერად ტელეკომპანია “იმედზე” გავა.

ჯერჯერობით უცნობია ჟიურის ვინაობა, სამაგიეროდ ცნობილია ვინ იქნებიან მისი წამყვანები. შოუს ილო ბეროშვილი და დუტა სხირტლაძე გაუძღვებიან.

ქართველ და მსოფლიო ვარსკვლავებად სოფო ბედია, მარიტა როხვაძე, გიორგი მახარაშვილი, ზურა მანჯავიძე, ლევან ჩიჩუა, ოთო ნემსაძე, ივანა მელაი და თაკო გაჩეჩილაძე გარდაისახებიან.

მუსიკალური შოუ “იმედზე” 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ჟიურის და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით შოუს ბოლოს გამარჯვებულსაც გამოავლენს.