Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ელექტრონავტი” რჩეულებს დააჯილდოვებს

25 აპრილი, 2015

1electronauts-logoინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი “ელექტრონავტი” თბილისი ივენთ ჰოლში მეშვიდედ გაიმართება და თავის რჩეულებს საზეიმო ვითარებაში დაასახელებს.

გასული წლის ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი შარშან გარკვეული პრობლემების გამო არ შედგა, ამიტომაც 2014 წლის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება მხოლოდ ახლა მოხერხდა.

“2014 წელი დაჯილდოების ისტორიაში მონაწილეების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ამიტომ წლევანდელ ნომინაციებს რამდენიმე ახალი ნომინაციაც დაემატა, მათ შორის არის საერთაშორისო არტისტი – ცოცხალი შესრულება. ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას იმ დარგებს, რომლებიც განსაკუთრებულად ვითარდება. მათ შორისაა ვიჯეის სფერო, რომელიც არასოდეს დაგვიჯილდოვებია,” – განაცხადა “ელექტრონავტის” ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ.

“ელექტრონავტი 2014”-ის ნომინაციები 12 კატეგორიაში გაიცემა. რჩეულები კი საერთაშორისო ჟიურიმ გამოარჩია.