Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ შენგელაია: ,,კულტურის სამინისტრომ უარი მითხრა’’

1elკინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელსაც კანის კინოფესტივალზე კლასიკოსი რეჟისორის წოდება მიანიჭეს, კულტურის სამინისტროზე გულნატკენია.

რეჟისორი არ მალავს, რომ ბოლო პერიოდში მას გული არაერთხელ ატკინეს, როცა კულტურის სამინისტროდან თუ ეროვნული კინოცენტრიდან უარით გაისტუმრეს.

ელდარ შენგელაიამ თავის ცხოვრებაში პირველად საღამოს მოწყობა გადაწყვიტა საქართველოში, კულტურის სამინისტროსაც მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც რეჟისორის განაწყენება აგმოიწვია, ეროვნული კინოცენტრის მიერ მისი სცენარის დაწუნებაა. ორი წელია რეჟისორი კაბინეტები დადის, რომ ფილმის გადასაღები ფული იშოვოს, მაგრამ უშედეგოდ.

ელდარ შენგელაია:

“ფილმი მინდა გადავიღო, მაგრამ ფულს არ მაძლევს მთავრობა. არ ხარ კარგი რეჟისორიო, ასე მეუბნებიან. ბოლოს ალბათ კი მომცემენ, მაგრამ ცოტას მაწვალებენ. სახელმწიფომ ეროვნულ კინოცენტრს მეტი ფული უნდა მისცეს, რომ მეტი ფილმი გადავიღოთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, იქნება როგორც ცუდი, ასევე კარგი და საშუალო ფილმებიც.

მაქვს სცენარი, მგონია რომ ცუდი არ არის, მაგრამ, დაიწუნეს. ყაზახეთი გვაფინანსებს, ოპერატორი გვყავს რომელიც ესპანელია. ის შემოდის აპარატურით, ესპანეთი და ყაზახეთი მაძლევენ საშუალებას, რომ გადავიღო ფილმი, საუბედუროდ საქართველო ამის საშუალებას არ მაძლევს.

ფილმის გადასაღებად ყაზახეთი გვაძლევს 800.000 ევროს და გვჭირდება საქართველოდან 700.000 ლარი. ეს კინოსთვის კაპიკებია. გადაღებები იქნება საქართველოში. ეს არის ისტორია მინისტრზე, რომელსაც აქვს უცნაური სავარძელი ჩამოტანილი საზღვარგარეთიდან და ძალიან უყვარს თავისი ახალი სკამი. სკამი არის პერსონაჟი, უბრალო სკამი კი არ არის, ის მოძრაობს. ეს არის ფილმი ადამიანზე, რომელიც სწირავს ყველაფერს ცხოვრებაში სკამის გამო, მაგრამ იქ ისეთი პერიპეტიებია, რომ მიხვდება, ცხოვრება არის სიყვარული და არა ძალაუფლება…

ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ გამიკეთებია და მინდოდა, ჩემი საღამო გამეკეთებინა, მაგრამ უარი მითხრა კულტურის სამინისტრომ, მაშინ ოდიშარია იყო კულტურის მინისტრი. მერე მოსკოვში გამიკეთეს ძალიან კარგი საღამო ელდარ რიაზანოვის კლუბში. ეს იყო დიდი სიყვარულის საღამო, რომელიც მარტო ჩემდამი კი არა, მთელი საქართველოს მიმართ იყო გამოცხადებული.”