Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

BLACK EYED PEAS-ის დიჯეი თბილისში ჩამოდის

1Djmotiv84 აპრილს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის BLACK EYED PEAS-ის დიჯეი, დიჯეი მოტივი, რომელიც ამ ჯგუფის შემქმნელად არის მიჩნეული, საქართველოში პირველად ჩამოვა და თბილისში კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო საკონცერტო კომპანია “მაქსიმუმია”, რომელმაც ოთხთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ხელოვანი თბილისში ჩამოსვლაზე დაითანხმა.

BLACK EYED PEAS’_ORIGINAL DJ MOTIV8 ჰქვია პროექტს, რომელსაც კლუბი “ეგოისტი” უმასპინძლებს. ღონისძიების დაწყებამდე ყველა სტუმარი ვალდებულია გაიაროს ვიზუალური კონტროლი, ჩაცმულობის კონტროლი და ასაკობრივი კონტროლი.

მოლაპარაკების თანახმად, საღამოზე BLACK EYED PEAS-ის ყველა ცნობილი სიმღერა შესრულდება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 30 ლარია.