Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბათუმის თეატრი სცენის გარეშე დარჩა

1batumiბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სცენის გარეშე დარჩა. თეატრის დასმა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე პრემიერისთვის ემზადება, ჯერჯერობით არ იცის სად გაიმართება ახალი წარმოდგენები.

ბათუმის თეატრის შენობა უკვე დაცლილია და მას რემონტისთვის ამზადებენ. 10 აპრილისთვის უნდა გახსნილიყო ალტერნატიული სივრცე, რომელიც თეატრის ახალი სცენა იქნებოდა, მაგრამ სამუშაოების დასრულება ვერ ესწრება. ერთი სიტყვით, ძველი სცენა არ არის და ახალი არ აშენებულა.

სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თეატრს 15 აპრილს აქვს დაგეგმილი. სცენის არარსებობის გამო, დავით მაცხონაშვილის მიერ დადგმული საბავშვო სპექტაკლის პრემიერა ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

დავით მაცხონაშვილის გარდა, ახალ სპექტაკლზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ანდრო ენუქიძეც მუშაობს.