7 აპრილი, 2015

ანსამბლი ,,საგალობელი“ 20 წლისაა

1sagalobeliბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “საგალობელი” 20 წლისაა. იუბილეს აღსანიშნავად, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანსამბლის საიუბილეო სოლოკონცერტი გაიმართა.

ანსამბლს რამინ და მაია მიქაბერიძეები ხელმძღვანელობენ. “საგალობელის” საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლის ყველა თაობის წარმომადგენლები და კონსერვატორიის ბავშვთა ფოლკლორული გუნდი.

საღამოზე აჟღერდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და გალობა.

”საგალობელმა” 20 წლიანი არსებობის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი მომღერალი აღზარდა. ანსამბლი წარმატებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, რასაც მოწმობს მათი გამარჯვებები და ჯილდოები საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე. ანსამბლის ხელმძღვანელი რამინ მიქაბერიძე კი კულტურის სამინისტრომ უმაღლესი ჯილდოთი – ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვა.