ანიტა რაჭველიშვილმა განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო

1anitttttaქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი დაასაჩუქრეს. ლა სკალაში ანიტამ “აიდაში” ერთ-ერთი მთავარი ამნერისის პარტია იმღერა, რომელსაც დაესწრო ასევე მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი.

სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ქალბატონი მაყვალა ანიტას შეხვდა ერთი განსაკუთრებული საჩუქრის გადასაცემად… ბეჭედი, რომელიც ფაქტობრივად “საგვარეულოა” საოპერო სივრცეში!

როგორც ქალბატონმა მაყვალამ თქვა, ანიტას სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, გადაწყვიტა ეჩუქებინა ბეჭედი, რომელიც თავად მას ცნობილმა მეცო სოპრანომ, მარია მაკსაკოვას შვილიშვილმა აჩუქა. მარია მაკსაკოვა 1940-50-იან წლებში მღეროდა დიდი თეატრის სცენაზე… თავად მას კი, კიდევ უფრო ადრეულ წლებში ბეჭედი ბებიისგან ერგო.

“ყოველ სპექტაკლს თავისებური ემოციური ფონი ახლავს, განსაკუთრებით, როდესაც წარმოდგენა მთავრდება და მაყურებლისგან აპლოდისმენტების სახით გრძნობ შენდამი დამოკიდებულებას. ამ ემოციების შემდეგ კულისებში რომ ქალბატონი მაყვალა დავინახე, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადე სიხარული, რადგან ის ნამდვილად საამაყო ადამიანია საქართველოსთვის – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სოპრანო. რომ გავიგე რისთვისაც მომინახულა, ტირილისგანაც ვერ შევიკავე თავი. მან გადმომცა ბეჭედი, რომელიც ძალიან სიმბოლურია და ჩემამდე ატარებდნენ სახელგანთქმული საოპერო მომღერლები. ეს ჩემთვის მართლა დიდი პატივი და სიხარულია. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვატარო ეს ძვირფასი საჩუქარი,” – განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა.

1anita