Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ამირ კაკაბაძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

14 აპრილი, 2015

1amir-kakabadze“ამირი” – ასე ეწოდება ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია. რეჟისორი გაბრიელ რაზმაძე თავის ნამუშევარს საზოგადოებას 15 აპრილს, კინოთეატრ “ამირანში” დახურულ ჩვენებაზე წარუდგენს. პრემიერა სამწუხაროდ, მხატვრის გარეშე ჩაივლის.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით შეიქმნა და ”ნეოსტუდიის” პროდუქტია. დოკუმენტური ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის შვილზე, ამირ კაკაბაძეზე მოგვითხრობს.

ამირ კაკაბაძე 25 მარტს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხატვრის ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამირ კაკაბაძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ნამუშევრების კატალოგი გამოიცა.

“არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს, რომელიც ქართველი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.