Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ა სტუდიოს’’ პირველი სოლისტი გარდაიცვალა

29 აპრილი, 2015

1astudioრუსული ჯგუფის “ა სტუდიოს” პირველი სოლისტი ბატირხან შუკენოვი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. სხვა დეტალები ტრაგედიასთან დაკავშირებით არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა “ა სტუდიოს” ამჟამინდელმა სოლიტმა ქეთა თოფურიამ. ამ ეტაპზე ჯგუფს დეკრებული შვებულება აქვს, რადგან ქეთა რამდენიმე კვირაში დედა გახდება.

ჯგუფის პირველი სოლისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პროდიუსერმა ალექსანდრ სეინმა გაავრცელა:

“ბატირი ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი იყო. მას დიდი გული ჰქონდა, რომელიც უეცრად გაჩერდა. ძალიან მომენატრები ბატირ. მომენატრება შენი ღიმილი და ჩვენი ფრენები. როგორც ჩანს, ღმერთს ძალიან მოუნდა შენთან დამეგობრება და ამიტომ წაგიყვანა თავისთან ასე ნაადრევად. ჩვენ ვილოცებთ შენთვის და ვიმღერებთ შენს სიმღერებს.”

ბატირხან შუკენოვმა “ა სტუდიო” 2000 წელს დატოვა და სოლოკარიერა დაიწყო, თუმცა ჯგუფის ერთ-ერთი ჰიტი “ჯულია” ბატირხან შუკენოვის შესრულებით შეუცვლელია 26 წლიანი “ა სტუდიოს” ისტორიაში.