10 აპრილი, 2015

სააღდგომო საჩუქარი დავით დეფისგან

1defiმწერალმა და პოეტმა დავით დეფიმ თავის ერთგულ მკითხველს სააღდგომოდ ახალი საჩუქარი მოუმზადა. “სააღდგომო ლექსები” – ასე ჰქვია ახალ კრებულს. 32 გვერდიან წიგნში მხოლოდ 21 ლექსია შესული და მისი ფასი 5 ლარია.

“დავით დეფის “სააღდგომო ლექსებში” მკითხველის წინაშე სახარების ეპიზოდები, ხარებიდან ამაღლებამდე 21 ლექსით წარმოჩინდება. “სააღდგომო ლექსები” უნიკალური ნამუშევარია, სადაც ავტორის ვიზიონერული პოეზია, თქვენს თვალწინ ბიბლიურ სურათებში იშლება და მათ მომნუსხველი ვირტუოზულობით წარმოგიდგენთ. დეფი მართლაც ყველაზე პროდუქტიული თანამედროვე პოეტი და რომანისტია, რომელსაც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხმა გააჩნია,რომლის წიგნებსაც მკითხველი ყოველთვის ელის და განსაკუთრებული ინტერესით ეცნობა.”

კრებულს “სააღდგომო ლექსები” გამომცემლობა “შემეცნება – სერია ცა: და წიგნის მაღაზია Book cafe წარმოადგენს.