10 აპრილი, 2015

ნონა გიუნაშვილის წარმატებული გამოსვლა აზერბაიჯანულ “ნიჭიერში”

1nonaქართული “ნიჭიერის” მესამე სეზონის გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი აზერბაიჯანულ “ნიჭიერში” მონაწილეობს.

ქვიშაზე მხატვარმა ქართველმა მონაწილემ სპეციალური ნომერი მოამზადა, რომელიც ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ და ის შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს.

ნონა გიუნაშვილის გარდა, აზერბაიჯანულ “ნიჭიერში” კიდევ ერთი ქართველი მსტვენარი ზურა ბალანჩივაძე, იგივე ზურიუსი მონაწილეობს, რომელიც ასევე მეორე ტურშია გადასული.

აზერბაიჯანული “ნიჭიერის” ნახევარფინალები ბაქოს მუსკომედიის თეატრში მაისის თვეში გაიმართება.