6 მარტი, 2015

ზურიუსი აზერბაიჯანულ ,,ნიჭიერში” მონაწილეობს

zura2ზურა ბალანჩივაძემ, იგივე ზურიუსმა ქართული “ნიჭიერის” შემდეგ, თავისი შესაძლებლობები აზერბაიჯანულ “ნიჭიერშიც” წარმოაჩინა.

მსტვენარი მომღერლისთვის მეზობელ ქვეყანაში ვიზიტი წარმატებული გამოდგა და ქართველი კონკურსანტი მეორე ტურში გადავიდა.

როგორც ზურა სოციალურ ქსელში წერს, მისთვის ამ კონკურსში მონაწილეობა კიდევ ერთი სტიმული იყო იმისთვის, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გააცნოს.

შესარჩევ ტურში ზურიუსმა პუჩინის ოპერიდან “ტურანდოტი” Nessun Dorma არია შეასრულა, როგორც მოსალოდნელი იყო ჟიურის და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ტურშიც გადავიდა.

ზურა ბალანჩივაძეს წინ აზერბაიჯანული “ნიჭიერის” ნახევარფინალები ელოდება, რომელიც ბაქოს მუსკომედიის თეატრში მაისის თვეში გაიმართება.