Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურა ყიფშიძეს ახალ ფილმში იღებენ

zura6მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს კიდევ ერთ ახალ ქართულ ფილმში იღებენ. რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი თავის ახალ პროექტზე მუშაობს და მას “3+3” ჰქვია.

ფილმში, რომლის პრემიერაც 12 მარტს კინოთეატრ “ამირანშია” დაგეგმილი, მთავარ როლებს ასრულებენ შორენა ბეგაშვილი, ნათია წიწილაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი. პაატა გულიაშვილი და დათო დარჩია მათი ქმრები არიან.

გიორგი კიკალიშვილის ახალ ნამუშევარში ასევე დაკავებული არიან კახი კავსაძე, ონისე ონიანი და რუსი იუმორისტი ალექსანდრ რევა. ის ფილმში ფსიქოლოგის როლს ასრულებს.

ვიზიტი ფსიქოლოგთან და ოჯახური პრობლემების მოგვარების იმედი, ქალები, რომლებიც ქმრებზე ბრაზობენ და გადაწყვეტენ, ერთი დღე მაინც მიუძღვნან საკუთარ თავს – ეს არის ფილმის მოკლე სინოფსისი.

დახურული პრემიერის შემდეგ “3+3”-ის ნახვა მაყურებლისთვის კინთოეატრებში “აპოლო”, “რუსთაველი” და “ამირანი” იქნება შესაძლებელი.