Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ უშლის ხელს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმას?

mefe3მუსიკოსისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმა თბილისში, დედაენის ბაღში ჯერ კიდევ თებერვალში, მისი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა.

ძეგლის მაკეტის პრეზენტაცია მისმა ავტორებმა ტელევიზიითაც გამართეს და ირაკლის მეუღლესთან ქეთათოსთან ერთად გააჟღერეს იდეა, რომ ეს იქნებოდა სრულიად ახალი, ნოვატორული ნამუშევარი.

თებერვალიც გავიდა და მარტიც იწურება, მაგრამ დედა ენის ბაღში სამუშაოები არც კი დაწყებულა. როგორც ქეთათომ განაცხადა, ამას თავისი , ძალიან სასაცილო მიზეზები აქვს:

“თურმე ის ფაქტორები, რომ მე ხმამაღლა ვუჭერ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას და ამ ეგიდით გამართულ თავყრილობებში ვიღებ მონაწილეობას, ხელს უშლის ირაკლის ძეგლის დადგმას. სასაცილოა ნამდვილად! ირაკლის შემოქმედებაა მისი ძეგლი და იდეა, რისიც მჯერა უფრო მეტია, ვიდრე თქვენი ვიწროპარტიული ლაზღანდარობა, ღმერთმა დამიფაროს თქვენსავით ვაჭრუკანა და ქმედებებში შეზღუდული ვიყო. ტვინნაღრძობებს რა დალევს და ტვინნაღრძობები სახლში დაეტიონ! ვრცელი სიაა და მალე ყველაფერს ვიტყვი. გადაწყვეტილებების მიღებაში ნუ იღებენ მონაწილეობას! ვერავინ ვერ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ვერაფრით ვერ მოისყიდი ჩემს დუმილს. უბრალოდ იცოდნენ ვისთან და რასთან თამაშობენ. იმ ვიწრო აზროვნების მარწუხებში მოქცეული ხალხისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესობებში გადავარდნა, ვინც სხვადასცვა ხელისუფალს დაუღალავად ხოტბას ასხავს, რათა პატარა ლუკმა წასცინცლოს, ნამდვილად გაუგებარი უნდა იყოს მოვლენა – ირაკლი ჩარკვიანი , რომელიც იყო, არის და იქნება თქვენთვის ვითარცა სარკე, რომელშიც ჩახედვა მაინცდამაინც დიდ სიამოვნებას ვერ განგაცდევინებთ, რადგან ხაზგასმით გამოჩნდება თქვენი არსებობის მონური, ყოვლად ამაზრზენი სიპატარავე. პატივისცემით ქეთათო.”

მეფის სკულპტურის ერთ-ერთი ავტორის როკო ირემაშვილის განცხადებით, მათი პროექტი მერიამ შეაჩერა:

“ასე გვითხრეს, “მერიიდან გააჩერესო”. ამდენ ხანს თავს ვიკავებდით ამ თემის აფიშირებისგან, რადგან ველოდით შეპირებულის შესრულებას. როდესაც შანსს აღარ ტოვებენ და ისიც არ იციან რა ეწყონოთ და რა არა აი ვაძლევ საწყენ მიზეზს და ვამბობ, ვისაც ამ პროექტის მაგ თემის გამო შეჩერება-გაშერების იდეა დაებადა მაგის დედას …”