Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ წარადგენს კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე?

1tbთბილისის მოდის მე-11 კვირეული 16-19 აპრილს გაიმართება და მას ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა: ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, ლელა ელოშვილი, მარიამ გვასალია, MACH & MACH, დიანა ქვარიანი, ნინო ბაბუხადია, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი. მოდის სახლი „მატერია“ კი ორ დიზაინერს წარმოადგენს – ლექსო ახალკაციშვილი და ლიკუნა ჩიტაია ცალ-ცალკე ჩვენებას გამართავენ. კვირეულზე ასევე წარდგება უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია.

ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება დიდი შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეო მასალში ასახავენ; სპეციალურად Style.com-სთვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი დარია შაპოვალოვა, რომელიც სხვა და სხვა საერთაშორისო გამოცემისთვის მოამზადებს მასალას, მათ შორის Style.com-სთვის. ქართული მოდა ასევე გაშუქდება ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.

მოდის კვირეულის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის ე.წ Buyer-ი (მყიდველი) ესტუმრება. ასევე, საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად განთავსდება სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეიქრო ინდუსტრიის განვითარება “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად მეწარმეობის განვითარების სააგენტო მეშვეობით ხორციელდება მოსარგელე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და სპეციალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

კვირეულის ფარგლებში რამდენიმე არტ ღონისძიებაც გაიმართება: ART BEAT წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; თბილისის ფოტო ფესტივალის მხარდაჭერით 16 აპრილს MOMA-ში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, ხოლო თავად ფოტოგრაფი თბილისს 20 აპრილს ეწვევა და მასტერკლასსაც გამართავს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით; თბილისის მოდის კვირეულის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა ახალგაზრდა ხელოვანი თეონა გაგლოევა, რომლის ილუსტრაციაც კვირეულის განახლებული იმიჯის ლეიტმოტივია.

თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის ოფიციალური წარმდგენი „ჰონდას ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შემოთავაზებას აკეთებს. აპრილის თვეში იგი აცხადებს საგაზაფხულო ფასების ფესტივალს, ხოლო კონკრეტულად კვირეულის თარიღებში 16-19 აპრილს კიდევ დამატებით ფასდაკლებას. კვირეულის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ტესტ-დრაივი გააკეთონ ჰონდას ავტომობილით, გაეცნონ ბრენდის უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზევე ისარგებლონ „ჰონდას“ უპრეცენდენტო შემოთავაზებით.

2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკაა „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ბრენდი „KEUNE” გახდა კვირეულის პარტნიორი და ვარცხვნილობის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე იგი იზრუნებს.

ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ შოუ-რუმი, განიტვირთონ ლაუნჯში და დააგემოვნონ უგემრიელესი „რაფაელო“, რომელიც კვირეულის სპონსორია.