13 მარტი, 2015

ვინ დააზიანა გოგი ცაბაძის ბიუსტი?

cabadze6ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ იმაზე, რომ საზოგადოება იმ ფასეულობების მიმართ არის გულგრილი, რაც რეალურად ყველაზე ღირებულია. ამის დასტურია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის ბიუსტის დაზიანება, რომელიც დიდი საკონცერტო დარბაზის წინ არის განთავსებული. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავის ფოტოსთან ერთად ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს:

“აბაა… რას იტყვით, უნდა კიდევ კომენტარი ჩემგან… დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მდგომ ამ შელახულ ძეგლს გოგი ცაბაძისას?!!!!!!! (ვგონებ კარგად ჩანს ფოტოზე რატომაცაა შელახული!!!! რაც შემეძლო შევასწორე და დავალაგე ჩამოყრილი ფილები… ქაფჩა და ცემენტი არ მქონდა, თორემ ვისაც ჯერ არს არ მივმართავდი: – გაგარტყით თბილისის სიყვარულში!!!!!)