15 მარტი, 2015

ვინ არიან თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორები?

eka8უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მზადდება გამაფრთხილებელი ვიდეო მიმართვა, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდება თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორების და პრომოუტერების სია:

“ყურადღება! საქართველოს ჟურნალისტების, საკონცერტო დარბაზების, ღამის კლუბების ხელმძღვანელების და სასპონსორო ორგანიზაციების საყურადღებოდ! მზადდება გამაფრთხილებელი ვიდეო მიმართვა, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდება – თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორების და პრომოუტერების სია, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში არა ერთხელ “გადააგდეს” საზღვარგარეთიდან მიწვეული მსოფლიოში ცნობილი არტისტები და დიჯეები, არ გადაუხადეს ჰონორარები, არ შეასრულეს საკონცერტო პირობები და გაურბიან პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი სირცხვილია!

მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები თუ ორგანიზების მცდელობა – საქართველოს სირცხვილია და არა ქვეყნის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ! მინდა ეს ვაქხანალია შევაჩერო! ვინაიდან მე ქართველი ვარ და ქართველების მიმართ 2-3 “თაღლითის” და უპასუხისმგებლო საკონცერტო პრომოუტერის გამო არ უნდა დავუშვათ ქართველი ხალხის მიმართ უნდობლობა!”