30 მარტი, 2015

ვეკო ბუჩუკურის გადასარჩენად მხატვრები ერთიანდებიან

1vekoახალგაზრდა ქართველი მსახიობის ვეკო ბუჩუკურის გადასარჩენად თანამედროვე ქართველი მხატვრები ერთიანდებიან. 31 მარტს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე მთლიანად დაეთმობათ მხატვრებს, რომლებიც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ.

ვეკო ბუჩუკურს დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. მარტოხელა დედა საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას თურქეთის ქალაქ სტამბულში. მის ორი წლის სანდროს დედა სჭირდება, კოლეგებმა რამდენიმე თეატრში ითამაშეს საქველმოქმედო სპექტაკლი და საქველმოქმედო აგმოფენა გაყიდვებიც მოაწყეს. მსახიობების შემდეგ კი ვეკოს გადასარჩენ აქციაში უკვე მხატვრები ერთვებიან.

გია ჯაფარიძე, ზურა გომელაური, შოთა გლურჯიძე, სიმონ მაჩაბელი, მამუკა ტყეშელაშვილი, მედეა კეიდია, ნინო ჩიტაიშვილი, რამაზ ყაზიშვილი, ირმა არჩვაძე, ხატია აფციაური, ნინო ჩაჩუა, თამარ ამბოკაძე, სოფო ქორიძე, მედეა ყირიმელი და სხვები თავის ნახატებს წარმოადგენენ და ყველას მოუწოდებენ, მივიდნენ გამოფენაზე და თუნდაც ერთი ნამუშევრის შეძენით გადაარჩინონ ახალგაზრდა მსახიობის სიცოცხლე.

გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა მთლიანად ვეკო ბუჩუკურის დახმარების ფონდში ჩაირიცხება.