6 მარტი, 2015

ვახტანგ კახიძეს დააჯილდოვებენ

kaxidze6მაესტრო ვახტანგ კახიძეს 7 მარტს დააჯილდოვებენ. კომპოზიტორი და დირიჟორი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიას მიიღებს, რომელიც უკვე 13 წელია აღარ გაცემულა.

ამ დღეს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მთავარი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე და დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

ხსოვნის საღამოზე შესრულდება ბეთჰოვენის მესამე სიმფონია და ბრამსის “სამგლოვიარო სიმღერა”. ამავე დღეს საქართველოში პირველად აჟღერდება ბრამსის “ბედისწერის სიმღერა”, რომელიც გუნდისა და ორკესტრისათვის არის დაწერილი.