Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება

tojinebi4თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 8 მარტს თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს “საქართველო“, რომლის ინსცენირების, რეჟისურისა და სცენოგრაფიის ავტორი ნიკოლოზ საბაშვილია, მუსიკალური გაფორმება კი თამაზ იმნაძეს ეკუთვნის.

“საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია… მოუსვენარი ცხოვრება ქვეყნისა, რომელსაც ძიძგნიდნენ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენი – ქართველების სიმღერისა და ცეკვის ხმა! დიახ, ყველგან და ყოველთვის ისმოდა ეს ხმა – შრომის, მოსვენების, გაჭირვებისა თუ ლხინის დროს! და მერე ვინმე, უცხო ქვეყნიდან მოსული, მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა – ეს ქართველები რა უცნაური ხალხია – სულ ომი აქვთ და რა აცეკვებთ, ან რა ამღერებთო…

ჩვენ გიამბობთ საქართველოს ისტორიას, გიამბობთ სიმღერით, ცეკვითა და ბრძოლით! გიამბობთ სევდანარევი სიყავრულით… ეს იქნება ჩვენი ხელებით ნაამბობი საქართველოს ისტორია – ხელებით, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ!” – ამბობენ თოჯინების თეატრში.