17 მარტი, 2015

თიკა ფაცაცია დუეტს წერს

tikaaaa8მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ახალ სიმღერაზე მუშაობს. “ბრავო რექორდსში” ის დუეტს რეპერ ძვალთან ერთად წერს.

თიკას კარგა ხანია სიმღერა აღარ ჩაუწერია, რადგან აქტიურად მუშაობს ტელევიზიაში და თავისი მუსიკალური კარიერისთვის დრო აღარ რჩება.

ამჯერად სამი შვილის დედამ გადაწყვიტა თავის რეპერტუარს ახალი სიმღერა შემატოს და არჩევანი კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე შეაჩერა.

ტექსტი ირინა სანიკიძეს და „ძვალს“ ეკუთვნით, არანჟირებაზე კი კომპოზიტორი და “ბრავო რექორდსისკ არანჟირების სპეციალისტი ბორიკო შხიანი მუშაობს.