9 მარტი, 2015

თამთა გოდუაძე: ,,არაფერს შევუშინდები”

tamta8საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ისევ დაბრუნდა საქართველოში და ამჯერადაც იგივე მიზეზით. ის მუსიკალური შოუ “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრია.

გასულ წელს პროექტის პირველ სეზონში გამარჯვება სწორედ თამთას კონკურსანტმა თორნიკე ყიფიანმა მოიპოვა, ამიტომაც ის მენტორად მეორე სეზონშიც დარჩა:

“მე ველოდები უკეთეს სეზონს. საერთოდ ისეა, როცა პირველი სეზონი ძალიან მაგარია, მეორე აუცილებლად უფრო მაგარი, უკეთესი გამოდის ხოლმე.

ყველამ იცის, რომ როცა გავიგე მეყოლებოდა 25 წელს ზემოთ კატეგორია, ცოტა შემეშინდა. აღმოჩნდა რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირიქით! ალბათ ამ კატეგორიის შემდეგ ყველაზე რთული არის ჯგუფები, თუმცა აღარაფერს შევუშინდები.

შეიძლება რომელიმე კატეგორია კონკურსანტების გამო უფრო მინდოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა ჯგუფთან ვერ ვიმუშავებ. მაყურებლებს კი ვეტყოდი: გვიყურეთ და გაერთეთ.”