11 მარტი, 2015

სტინგი სამგზის ბაბუაა

stingggg3მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სტინგი ბაბუა მესამედ გახდა. ეს სასიამოვნო სიახლე უცხოელ ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ ტრუდი სტაილერმა განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელმა გოგონამ გაუჩინა მათ შვილიშვილი:

“ჩვენი პატარა ძალიან საყვარელი გოგონაა. მე და ჩემს მეუღლეს ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. ეს საოცარი განცდაა და ჩვენ ორივე კარგად ვგრძნობთ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდი დაგვიდგა.”

სტინგს სულ 6 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან მსახიობ ფრენსის ტომელტისთან მას ორი შვილი – ბიჭი ჯოზეფი და გოგონა კეიტი ეყოლა. ამჟამინდელ მეუღლესთან ტრუდისთან კი ოთხი შვილი ჰყავს – გოგონები მაიკი და ელიოტი და ბიჭები ჯეიკი და ჯაკომო.