Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სტეფანე ,,იქს ფაქტორიდან” გაუშვეს

stefane7მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე მუსიკალური შოუდან “იქს ფაქტორი” გაუშვეს. ის მეორე სეზონში ჟიურის წევრი აღარ იქნება. ინფორმაციას სტეფანე თავად ავრცელებს:

“მადლობას ვუხდი ჩემს პროდიუსერებს, რომ ეს ამბავი გუშინ ღამე ესემესით შემატყობინეს. მადლობას ვუხდი გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მათთან გატარებული დაუვიწყარი დროისთვის. ახალ ჟიურის წევრებს წარმატებას ვუსურვებ ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის და ზოგადად ყველას წარმატებებს გისურვებთ!”

გავრცელებული ინფორმაციით, სტეფანეს სოფო ნიჟარაძე ჩაანაცვლებს, მაგრამ ვინ იქნებიან ჟიურის დანარჩენი წევრები და დარჩებიან თუ არა მენტორებად გიორგი გაბუნია, სოფო ტოროშელიძე და თამთა გოდუაძე, ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, განმარტებებს აკეთებს “იქს ფაქტორის” წარმომადგენლობაც:

“პროექტის ჩაწერის მოახლოებასთან ერთად, ჟურნალისტები სულ უფრო მეტ ვარაუდს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან ჩვენი ჟიურის წევრები. მართალია თუ არა გავრცელებული ხმები და ვინ გახდებიან პროექტის მეორე სეზონის მენტორები, ამას რამდენიმე დღეში, ჩვენთან, პროექტის ოფიციალურ გვერდზე შეიტყობთ.”