10 მარტი, 2015

სოფო ტოროშელიძე დედა გახდება

sofo-toroshelidze2მომღერალი და ჯგუფ “ელდრაინის” სოლისტი სოფო ტოროშელიძე ორ თვეში დედა გახდება. მისი პატარა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოევლინება ამქვეყანას.

სოფო ტოროშელიძე და დიტო კვინტრაძე უკვე მეოთხე წელია ცოლ-ქმარი არიან. მათ აქამდე არ უნდოდათ ბავშვის ყოლა, რადგან ასეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყვნენ:

“პატარას მაისის ბოლოს, ივნისის პირველ რიცხვებში ველოდებით. ის ჩვენთვის პირველი შვილია. მე და დიტო მეოთხე წელია დაქორწინებულები ვართ და სამი წელი შეგნებულად არ ვგეგმავდით ბავშვს, რადგან ამ პასუხისმგებლობისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით.”