28 მარტი, 2015

შიდა ქართლის ბიბლიოთეკებს წიგნები აჩუქეს

b2საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიცატივით, სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები და კატალოგები შიდა ქართლის რეგიონის ყველა ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცა.

გორში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს შეხვდა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები, კატალოგები და დისკები გადასცა.

როგორც გაირკვა, კულტურის სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიბლიოთეკებს მის მიერ გამოცემული წიგნებით ეტაპობრივად მოამარაგებს.