”შემთხვევითი პაემნები” უკრაინის კინოთეატრებშია

levan7ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები”, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, 5 მარტიდან უკრაინის კინოთეატრებში იქნება წარმოდგენილი.

ფილმი ორმოცს მიტანებული, უცოლო მამაკაცის სანდროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. შემთხვევითი პაემანი გათხოვილ ქალთან აბსურდულ სასიყვარულო ისტორიაში გადაიზრდება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე, კახი კავსაძე და მარინა ქარცივაძე.

კინოკრიტიკოსები აცხადებენ, რომ “შემთხვევითი პაემნები” ერთი შეხედვით მარტივი ისტორიაა ადამიანებზე, რომელიც ფილმის მსვლელობის დროს უნივერსალურ ჟღერადობას იძენს და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისათვის გასაგები და ემოციური ხდება.

ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოთეატივალზე შედგა. ქართველმა მაყურებელმა ნამუშევარი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახა, ახლა კი ქართველი რეჟისორის სურათის შეფასება უკრაინელ მაყურებელსაც მოუწევს.