Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საყდრისის არტეფაქტებს საქართველოდან გაიტანენ?

saydrisi76საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები კულტურის სამინისტროს და “არემჯი გოლდს” აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

საყდრისის დაცვის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ, თუ ისინი სახელმწიფოსგან ვერ მიიღებენ პასუხს, უახლოეს დღეებში საყდრისის მცველები მიმართავენ გერმანიის მხარეს, საქართველოში არსებულ სხვადასხვა საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ იქნებ მათ მაინც გადაარჩინონ საყდრისის არტეფაქტები და საქართველოდან გაიტანონ.

კომპანია „არემჯიმ“ 2 წლის წინ ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე მუზეუმის აშენების ვალდებულება აიღო, თუმცა როგორც კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, კულტურის სამინისტროს ჯერ მუზეუმის კონცეფციაც კი არ შეუქმნია.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს სურვილი აქვთ პირველიდან სამი აპრილის ჩათვლით საყდრისთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოაწყონ, სადაც გამოიფინება არტეფაქტების ასლები და ის გამოცემები, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით არის დაბეჭდილი.

14 აპრილს კი საყდრისის მცველები საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ.