1 მარტი, 2015

სანდრა რულოვსზე გადაღებულ ფილმს ჰოლანდიაში აჩვენებენ

sandra333მიხეილ სააკაშვილის მეუღლეზე სანდრა რულოვსზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს “დადექი შენი პრეზიდენტის გვერდით” 5 მარტს მის სამშობლოში, ჰოლანდიაში აჩვენებენ.

ფილმი, რომელზეც რეჟისორმა ინეკე სმიტმა იმუშავა, სანდრა რულოვსის პირველი ლედობის პერიოდზეა გადაღებული და მისი ჰოლანდიური პრემიერა გაზაფხულზეა დაგეგმილი.

ფილმში წარმოდგენილია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლები, იმდროინდელი რეფორმები, ვარდების რევოლუცია, სანდრმა რულოვსის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება და ოჯახური საქმიანობა.

სანდრა რულოვსი პირველი ლედობის პერიოდში საქირთველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, დააარსა საქველმოქმედო ფონდი “სოკო”, კლასიკური მუსიკის პირველი რადიო “მუზა” და არაერთი ადამიანის სასიცოცხლო პრობლემის გადაჭრაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა.