Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რიანა Christian Dior-ის სახეა

rihana8888მომღერალი რიანა მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Christian Dior-ის სახე გახდა. Dior-ის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დაადასტურეს.

ჯენიფერ ლოურენსის, ნატალი პორტმანის და მარიონ კოტიიარის შემდეგ Christian Dior-ის სახე უკვე მომღერალი რიანაა. ის პირველი ფერადკანიანია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის სახეა.

სარეკლამო რგოლის “საიდუმლო ბაღი” გადაღებები საფრანგეთში უკვე დაწყებულია. კლიპზე რეჟისორი სტივენ კლიაინი მუშაობს. შემოქმედებითი ჯგუფი პაპარაცებმა ვერსალის ბაღში შეამჩნიეს და რამდენიმე ფოტოც გადაიღეს. ერთობლივ ნამუშევარს ფართო საზოგადოებას მომღერალი და მოდის სახლი გაზაფხულზევე შესთავაზებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბარბადოსელი მომღერალი მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სახეა. რიანა უკვე იყო Armani Jeans, MAC-სა და Balmain-ის სახე. ის ქმნიდა კოლექციებს River Island-ისა და Armani-სთვის, გასული წლის ბოლოს რიანა Puma-ს კრეატიული დირექტორიც გახდა.