4 მარტი, 2015

რეჟისორები კინოცენტრის ხელმძღვანელის შეცვლას ითხოვენ

qartveli_kinorejisorebi3ქართველი კინორეჟისორები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ. როგორც რეჟისორებმა გია კაჭარავამ და კობა ცხაკაიამ, ასევე სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და დირექტორმა თამაზ ორაშვილმა განაცხადეს, ეროვნულ კინოცენტრსა და კინოსტუდიაში ყველაფერი ცუდად არის.

რეჟისორ კობა ცხაკაიას განმარტებით, კინოცენტრის ხელმძღვანელობის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა თავისუფალ რეჟისორებზე და მათ პროდუქციაზე. ფილმის დაფინანსების საკითხებს კონკრეტული პიროვნებები წყვეტენ და თანაც გაუგებარი არგუმენტების საფუძველზე.

რეჟისორები და „ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მოუწოდებენ აღნიშნული პრობლემების გაცნობისა და დროული რეაგირებისკენ.

მათი თქმით, ეროვნულ კინოცენტრში მარტო ხელმძღვანელის შეცვლა არ იქნება საკმარისი, ასევე აუცილებელია კანონმდებლობის შეცვლაც.