Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რა მოხდა ქუთაისის ოპერის თეატრში?

qq444მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაძაბულობა პიკს აღწევს. მას შემდეგ, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი გოგი ჭიჭინაძემ დატოვა, თეატრში ამ თანამდებობის დასაკავებლად კულტურის სამინისტროს მიერ კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობა 5-მა კანდიდატმა ისურვა და მათგან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირინა ლომინაძის კანდიდატურა განიხილება. ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომლებმა მისი დანიშვნა გააპროტესტეს და მერიის შენობის წინ აქცია მოაწყეს.

·ქუთაისში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ჩავიდა და თეატრის ხელმძღვანელობასა და დასს შეხვდა. დასის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის მინისტრი ოპერის თეატრის რიგით თანამშრომლებს შეხვდა და მათ პირადად ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დასის შიგნით არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს. კულტურის მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო. ქუთაისის ოპერის თეატრის წარმომადგენლებმა მიხეილ გიორგაძეს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მინისტრმა კი საუბრისას აღნიშნა, რომ ხელმძღვანელის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურული ნორმის დაცვით მოხდება.

ამ შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ, თეატრში დაპირისპირება მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტი სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატ ირინა ლომინაძესა და გუნდის მსახიობ ნათელა ჩანქსელიანს შორის მოხდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს თეატრის ხელმძღვანელობა:

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატ ირინა ლომინაძესა და გუნდის მსახიობ ნათელა ჩანქსელიანს შორისმომხდარი დაპირისპირება სიმართლეს არ შეესაბამება. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა გუნდის ორ მსახიობს, ნათელა ჩანქსელიანსა და სალომე გოდუაძეს შორის. თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს.”