19 მარტი, 2015

ქუთაისის ოპერაში სრული განუკითხაობაა

qu7მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სრული განუკითხაობაა. ინფორმაციას თეატრის თანამშრომლები ავრცელებენ. ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მათთვის მისაღები კანდიდატის დანიშვნას მოითხოვენ.

ოპერის ამჟამინდელმა და მოქმედმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის შენობასთან მოაწყეს და კულტურის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ კულტურის სამინისტროს მიერ დასახელებული კანდიდატი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე არ მოსწონთ და მოითხოვენ, რომ დაინიშნოს არჩევნები, რათა ყველამ ხმა მისცეს თავის სასურველ კანდიდატს ამ თანამდებობაზე.

კულტურის სამინისტრომ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ეს პოსტი საკუთარი სურვილით დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ დატოვა.