24 მარტი, 2015

ქართველი მოცეკვავეები საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

ballet444ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები ლანა გოგისვანიძე, სალომე ლევერაშვილი, ნინო ხახუტაშვილი და თათული თალაკვაძე საბალეტო და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში 25 მარტიდან 1 აპრილამდე ჩატარდება.

ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად ფესტივალზე პედაგოგები ლარისა ჩხიკვიშვილი და ქეთევან მოწონელიძეც გაემგზავრებიან. 1-დან 9 აპრილამდე კი ისინი რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში “ამაო სიფრთხილეში” მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ნინო ანანანიშვილის ინიციატივით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.